Sunday, October 20, 2013

19.10.2013                                    დღე მესამე–სასწავლო პროექტის დაგეგმვა

ყველა მასწავლებელს სურს,რომ მისმა მოსწავლეებმა განივითარონ მაღალი სააზროვნო უნარ–ჩვევები და შეძლონ თემატიკის სიღრმისეული გაგება.ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება სწორად დაგეგმილი მუშაობა და სწორად შედგენილი კითხვები. 
პროექტის დაგეგმვის პირველი ეტაპია მოსწავლეების მიერ მისაღწევი სტანდარტის დადგენა.შემდეგ ეტაპს წარმოადგენს შერჩეული სტანდარტებიდან სასწავლო მიზნებისა და მნიშვნელოვანი      შეკითხვების გამოკითხვა.შემდეგი ჩვენი აქტივობა შეეხო ერთი მხრივ მარტივ  თემას–შეკითხვების დასმას. საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ კითხვების განხილვას–რა არის ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.ვიმუშავეთ სამივე ტიპის კითხვების ჩამოყალიბებაზე.მივხდით,რომ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა საკმაოდ რთულია და მოითხოვს მრავალჯერ რედაქტირებას.შემდგომი ჩვენი დავალება იყო კითხვების შედგენა ჩვენი თემისთვის.ჩვენი კითხვები გავუზიარეთ ერთმანეთს.ტრენინგმა მიუხედავად ცუდი ამინდისა ნაყოფიერად ჩაიარა

Sunday, October 13, 2013

INTEL -ის ტრენინგის მეორე დღე

დღეს 13.10.2013 ტრენინგის მეორე დღეა და  ჩვენი ტრენინგის თემაა- პუბლიკაციის მომზადება პროექტის სწავლების თემაზე.  ჩვენ გავიხსენეთ განვლილი თეორიული მასალა , შესრულებული აქტივობები და განვიხილეთ ბლოგებზე გამოქვეყნებული მასალები.გავეცანით გამოცემის ნიმუშებს-გაზეთებს,ბროშურებს   და ჩვენმა ტრენერმა მოგვცა პრაქტიკული დავალება -ჩვენი მომავალი პროექტისთვის გავაკეთეთ  საინფორმაციო ბუკლეტი .
 .გავეცანით 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს . ტრენინგის ძირითადი დრო  დავუთმეთ ჩვენი პროექტის დაგეგმარებას

Saturday, October 12, 2013

სასწავლო პროექტები- Intel Teach Program

დღეს 12 .10.13 დაიწყო ტრენინგი "სასწავლო პროექტები- Intel Teach Program".ტრენინგი ჩატარდა მე–18 სკოლაში "მომავლის კლასში",ესწრებოდა 12 მასწავლებელი  .ჩვენი ტრენერია ხათუნა ციხელაშვილი. ხათუნამ გვაჩვენა  სამოტივაციო ვიდეო , რომელიც ასახავდა ინტელის პროგრამის ნათელ და დიად მომავალს :) შემდეგ ჩვენ დავიწყეთ პროექტებით სწავლების მიზნების , ამოცანების და აქტივობების დეტალური განხილვა .
 ტრენინგის პირველი დღის განმავლობაში ყურადღებით გავაანალიზეთ ამ პროგრამის სამი მოდული . ახლადშესწავლილი მასალის გასამტკიცებლად შევასრულეთ რამდენიმე პრაქტიკული სავარჯიშო და გავეცანით ინტელის არქივში უკვე არსებულ ,  ძალიან საინტერესო პროექტებს .ქ–მა ხათუნამ მოგვცა საშინაო დავალებაც.რასაც სიამოვნებით ვასრულებთ.

ეს არის ჩვენი ტრენერი