Monday, November 11, 2013

9–10 ნოემბერი 2013

10 ნოემბერს დასრულდა  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით,   ტრენინგები რუსთავში  სერთიფიცირებული და სქემაში ჩართული პედაგოგებისთვის ,,პროექტზე დაფუძვნებული სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება.  დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს კოლეგებს და ჩვენს ტრენერს საინტერესო იდეებისთვის და სასიამოვნო დღეებისთვის.


ეს მე და ჩემი პროექტი(რამდენი გაგვიკეთებია):


Sunday, November 3, 2013

მეშვიდე დღე

დღევანდელი მოდულის თემაა-მოსწავლეთა პროექტების შეფასება.ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში.მოსწავლეები უნდა იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას შეფასებაში.შმდგომ გადავედით მეორე აქტივობაზე-მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა.წყვილებში ერთად გადავხედეთ განმავითარებელ თვითშეფასებას.გადავხედეთ სასწავლო პროექტების გეგმებს და დავიწყეთ ჩვენ გეგმებში შეფასების შევსება.ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პრაქტიკული მუშაობა - ჩაშენება ,ახალი გვერდის შექმნა.ძალიან დატვირთული და მნიშვნელოვანი დღე იყო!




ჩვენი ყურადღებიანი ტრენერი

Saturday, November 2, 2013

მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე

მეოთხე შეხვედრის მთავარი თემა კვლავ იყო სასწავლო პროექტის დაგეგმვა  , მაგრამ ჩვენ უფრო მეტი დრო დავუთმეთ პრაქტიკული დავალებების შესრულებას. დავიწყეთ მეოთხე აქტივობით–მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენით.ხათუნამ გვაჩვენა მოსწავლის წინარე ცოდნის შეფასების არსებული ნიმუშები, გვთხოვა ჩვენი პროექტისთვის შეგვერჩია საჭირო შინაარსის   შეფასების ფორმა და შეგვედგინა კითხვარი. ჩვენი ნამუშევრები შევინახეთ საგანგებოდ შექმნილ ფოლდერში  სახელწოდებით ,, შეფასება".
ტრენინგის შემდეგი აქტივობა მდგომარეობდა  იმაში , რომ  განგვეხილა უკვე შექმნილი თაიმლაინები და გაგვეკეთებინა საკუთარი .

მეექვსე დღე

დღევანდელი ტრენინგის თემაა–სასწავლო ნიმუშების შექმნა.ხათუნამ აგვიხსნა,რატომ უნდა შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.მე უფრო გააზრებული მექნება რა სირთულეები შეიძლება შეხვდეს ბავშვს–ტექნოლოგიებთან,პროექტის ფორმატისა და ტერმინოლოგიის შერჩევასთან ან რთული აღმოჩნდეს გადაწყვეტილებების მიღება პროექტებზე.დავუბრუნდით მოსწავლეთა ნამუშევრების სიას რესურსების ჩანართში და ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი პროექტის გეგმა,განსაკუთრებული ყურდღება მივაქციეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს,არჩეულ სტანდარტსა და სასწავლომიზნებს.გადავხედეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი .საშინაო დავალებად ხათუნამ მოგვცა მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შექმნა.